↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "მზე ხატავს სახლის ფერად რიკულებს"

დიდიშვილი ქეთევან

2009-08-122 წთ საკითხავი380 ნახვა

—
მზე ხატავს სახლის ფერად რიკულებს,საღმოვდება, დედდება ბინდი,ზღვის კენჭებივით გამორიყულებსაქა-იქ მბჟუტავ ნათურებს ვითვლი.პატარა კაფე, მყუდრო. ინტიმი.ნაცნობი ფილმის შავ-თეთრ კადრებადშემოდის ძველი ქალაქის რიტმიშუშაბანდებად, ბრებად, საყდრებად.მზე ჰორიზონტზე შინდისფრად დნებავაყოლებ მზერას სხივებს_სტრიქონებსფიქრის რიტმული სწრაფი დინებაწაშლის და ისევ გამოიგონებსსიტყვებს, სახელებს, უცნობს თუ ნაცნობს,გადმოაბრუნებს ხსოვნის ყულაბას,დრო ონავარი ბავშვივით ანცობსდა ყველა ამბავს კიდეს ულამბავს,თავის ჭკუაზე გამოჭრის თარგებს,წარსულ ფერებით შექმნის ვიტრაჟებს,გადამავიწყებს წლებსა და ხარჯებს,გააასმაგებს გრძნობის ტირაჟებს,თითქოს ბებიის ნაქონ თითისტარსისევ ახლიდან დაატრიალებსგადაკაწრული ძველი ფირფიტა_დრო_ მოგონების ფირებს მტვრიანებს,ნანახ სიზმრებში მამოგზაურებსუკვე ნათქვამი სიტყვების ტევრში,წლებსა და მანძილს აურ-დაურევსდა ალბათ, მაინც ვერაფერს შევცვლი.ისევ გავწირავ ბავშვურ ოცნებებს,როგორც ბრძოლაში წასულ მეომრებს,გზაზე შემთხვევით ჩადენილ ცოდვებს,წავშლი და ისევ გავიმეორებ.გადაჭრის ქუჩას ზმორებით კატა,შავი კუდივით მოყვება ღამე,სახლის რიკულებს მზე აღარ ხატავს,კატის თვალებით ქუჩა მიყურებს.ჩააქრეთ ჩქარა, ნაღველს მაპარებსცაზე ვარსკვლავი და მარტიც მარტობს,ზუსტად თორმეტზე, როგორც ზღპარშიდაკარგავს ჩრდილი საკუთარ პატრონსდა მარტოდმარტო მერე დილამდეგრძნობით დამუხტულს ვეძებ იონებს,სადღაც წარსულს და მომავალს შორისგამავალ უცნობ მერიდიანზევიპოვი ჩრდილს და საკუთარ თავსაცისევ ახლიდან გამოვიგონებ.

დიდიშვილი ქეთევან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი