↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხვარამზეს ლექსი

დიდიშვილი ქეთევან

2009-08-121 წთ საკითხავი380 ნახვა

—
იცი, ძვირფასო,ბევრი კერპი მყავსვაშლის ყვავილი, შენ და აპრილისულ სიყვარულზე მეჩურჩულებასხივი სარკმელზე ცერად აჭრილი,ვერა ვერაფრით ვეგულგრილებიმიწაზე იას, ცაში ასპიროზს,აბა, მე მარტო როგორ გავუძლოსამყაროს წარმტაცს და უნაპიროს...მედეასავით ვნებას აყოლილსხან მწუხარება ისე მომიცავს,მინდა მსხვერპლივით, როგორც ირემიგადაეყარო ჩუბინ მოისარს,რომ ჩემს მკლავებში სიკვდილს ებრძოდე,და სისხლის ტკბილი გემო გავიგო,დავაგემოვნო როგორც ბადაგი,როგორც მწიფე და ტკბილი აკიდო,სულ ბღუჯა-ბღუჯა დავგლეჯ ბალახებსჭინჭრებს, ღიღილოს ანდა სამყურებს,და ჩემი ხელით დაწურულ შარბათს,ვით აიაზმას გადაგაპკურებ.თმას ჩამოვიშლი მთაში დალივითათას ხრიკებს და ათას ოინებსგამოვიგონებ, დავედევნებიმეტეორებს და მეტეორიტებს...იცი, ძვირფასო, ჩემი სისუსტე,საღამო შევსვი შენი თვალებითდა იმ დღის მერე დიდი ბავშვი ვარმეოცნებე და არგასამხელი,ჰო, როგორც წარმართს ბევრი ნაკლი მაქვს,ბევრი კერპი მყავს და ბევრი შვილი,ყოველთვის როცა იღვიძებს ღამემე მზესთან ერთად სარეცელს ვიშლივაშრობ ოცნების მტირალა რტოებს,დაგროვილ გრძნობას ვუცვლი კალაპოტსდა ყოველ ღამით შენ როცა გძინავს,როგორც როსკიპი ლექსთან გღალატობ.…ვიშენებ ლექსებს, როგორც ტკბილ ბუნაგს,როგორც მტკიცე და მზიან ბარაკონს,და მაინც, თუმცა, ბევრი კერპი მყავს,პირველი შენ ხარ... ულაპარაკოდ...

დიდიშვილი ქეთევან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი