↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიბერის პრელუდია

დიდიშვილი ქეთევან

2009-08-121 წთ საკითხავი380 ნახვა

—
აქ წერტილს არ ვსვამ...სასაცილო იქნებოდა ასე დაწყება,თუნდაც სიბერის...და თუმცა თავსხმა ჩემს სურვილებსსველ თმებში ხლართავს,ამ სისველეს ისე ვიფერებ _გახუნებულ თვალებით ვართავჭრელ მოგონებებს და არა, არ ვსვამ,არც ვეწევი, ისე... ვისვენებ...არა ვსვამ-მეთქი, თორემ, აბა, რა ბედენაა(ვისკი ისედაც უხდება წვიმას)...ფიქრი წყალივით ამედევნა და მგონი გამცდა,ბედისწერაა სიყვარული, თუ ვენდეტაა,გადმომაბრალა ფოთოლცვენა, ქარიც და წვიმაც,ჩამოაბერა სურვილები ფერად-ფერადიდა პილიგრიმთა თუ მომლოცველთაცისფერი მექა _ აქაც და იქაც _ნამსხვრევად იქცა დერვიშების თავშესაფარი....ღვინოც წყლად მექცა, სიტყვა _ სეტყვად, თან მიზანს ასცდა,არ შეიწოვეს მოდრეიფე წყალში ფესვებმა,ცა ცის კიდიდან ჩამოიქცა და გუბედ ჩაწვამაზუთიანი ასფალტების ფეიერვერკებთან...აქ წერტილს არ ვსვამ...გაწვდილი ხელით კიდევ ერთი უღიმღამო დღე ვიმათხოვრე,დგას კართან როგორც გალუმპული ერთგული ტაქსაწყნარი მზერით და უნებლიედ მაინც მაგონებს,რომ დღეს თუ არა, რომ ხვალ თუ არა, რომ ზეგ თუ არა,ახლოა უკვე _ გაბრუნებას აღარ აპირებსგაუქმებული კლიტეების საკეტთა ასხმა _ჩემი სიბერის პრელუდია და სიმარტოვე...

დიდიშვილი ქეთევან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი