↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "მინდოდა მთები გადამელახა" (მთარგმნელი: ცისანა ანთაძე)

ცხვარაძე ტარიელ

2025-01-131 წთ საკითხავი1960 ნახვა

—
მინდოდა მთები გადამელახა,მშობელ მიწისთვის მეკოცნა ერთგან,მსურდა ეს ზეცა მხრებზე შემესვა,კოლხურ წალკოტში ბექობზე შემდგარს.დავწაფებოდი წყაროს ანკარას,ჰაერს მშობლიურს, უტკბილესს ეგზომ,ძვირფასი მამის წმიდა საფლავთანმუხლმოყრილს, სიოს ჩურჩული მეგრძნო.შეხედე ძმაო, ფერთა სიმდიდრეს,დატკბი სამოთხით თიბათვის პირზე,მე გავექეცი ამ საოცრებას,მაგრამ დავბრუნდი, სახლში ვარ ისევ.და თუ არჩევანს მიბოძებს ღმერთი,აქვე დავრჩები, წარსულით მთვრალი,სხვაგან სად ვპოვო ზეცა ამგვარი,რომ სიყვარულში დავხუჭო თვალი.
ცხვარაძე ტარიელ

ცხვარაძე ტარიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი