↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "მე მიყვარდა და..." (მთარგმნელი: ცისანა ანთაძე)

ცხვარაძე ტარიელ

2025-01-131 წთ საკითხავი1963 ნახვა

—
მე მიყვარდა და ვუყვარდი მათაც,და არა ერთხელ, მგონი ასჯერაც,თქვენ რა ხანია გადამივიწყეთ,მე რომ მახსოვხართ, იქნებ არც გჯერათ.ცხადად ვიხსენებ ყოველგვარ წვრილმანს,ყავლი არ გასდით ჯადოსნურ წამებს,რამ დამავიწყოს ახირებული,ის ხუთად ხუთი შეშლილი ღამე.ხსოვნას შემორჩა ბნელი კვარტალიდა შემოდგომის უღიმღამო ცა,ცოტა დრო დაგვრჩა ერთმანეთისთვის,ჩვენ გვიტარებდა ბედი გამოცდას.გვეგონა მართლა დაგვასაჩუქრა,ჩქარი მდინარის სიანკარეთი,რომ გადავლახეთ იმედის კონცხი,რომ სიყვარულის გზაზე გავედით.სამწუხაროა, ისე არ მოხდა,ბედის გამგებელს როგორაც ვთხოვდით,ის ღამე წუხელ ისევ მესიზმრა,ისევ ვიწვოდით, ვერც ერთურთს ვთმობდით.ის ხუთი ღამე ცის გახსნას ჰგავდა,მინდა, ძველ ნაპირს ისევ მივადგე,რომ შენს ხელებში სული არჯალი,ჩაიფერფლოს და აფორიაქდეს...
ცხვარაძე ტარიელ

ცხვარაძე ტარიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი