↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მე შევეცდები... (მთარგმნელი: ცისანა ანთაძე)

ცხვარაძე ტარიელ

2025-01-131 წთ საკითხავი1977 ნახვა

—
ამაღამ ალბათ შევძლებ აგისხნარარიგ მიყვარხარ, ეს ვერ ვთქვი გუშინ,ვერ შევუთანხმე სული ბაგის ხმას,ფარული გრძნობა ღრმად მედო გულში.ვისმენ შენს სუნთქვას, ჩემზე ახია __ ვარსკვლავის სხივი მკერდზე დაგეცა,ახლა ლექსისთვის სიტყვა ჩმახია,რითმაც ჩმახია, რვეულს დავკეცავ.დავეძებ სიტყვებს, ჩურჩულით სათქმელს,ბობოქარ გულის ცახცახს რომ შვენის...ბოლომდე იგრძნო და სულში ჩაგრჩეს,რომ ერთსულ იქცეს სიცოცხლე ჩვენი.მათ იშვიათად გვიგზავნის ზეცა,ვუშვერ ხელისგულს... ვისმენ ცის ხარხარს,თუნდ ერთი სიტყვა... მანამდე ჩემო,ჩვეულებრივად გეტყვი _ მიყვარხარ!
ცხვარაძე ტარიელ

ცხვარაძე ტარიელ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი