პოეზია · ლირიკა
თითქმის ზღაპარი (მთარგმნელი: ცისანა ანთაძე)
ერთხელ იქნება შეხსნიან რაზას უიმედობას,ბნელში დათესილს,და ქარბუქიდან გამოქცეული შინ დაბრუნდებიზღაპრულ კარეტით,სახლში დაგხვდება თბილი ლოგინი დათეთრეული უქათქათესი,ხედავ, სირჩაში წყაროს წყალია,გამორჩეული სიანკარეთი.ძილი გექნება საოცრად მშვიდი, თითქოს ბავშვობადაბრუნდა აფრით,დიდი ხანია არ გძინებია შენ ასე ლაღად დაასე ტკბილად,გამოგაღვიძებს წიწოვანი ტყის სურნელი ამო,სურნელი მძაფრი,კარს შემოაღებს ოცნების ქალი და გაგითენებსალერსში დილას...