↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აჭარულ კილოზე

აბუსელიძე როინ

2012-10-121 წთ საკითხავი21895 ნახვა

—
(ც ი ც ა ვ )
ჭალები, ყანა, ზვინები,ოდა, ჰამაკი, ნალია,მაგ გულში ჩაგეფინები,სანამ ეს წლები გავლიან.
სულში რომ ჩაგიკუკულებ,ჰადმე ვერ წახვალ ციცავო,ღალატს არ გკადრებ ანტერო,ერთადერთ ნენეს ვფიცავო.
მინდვრის ყვავილებს დაგათოვ,ღრუბლებს დაგიწყობ ბალიშად,ჩაგეფუნჩხები, გაგათბობდა თუ სული არ გამიშპა -
მოდნი კაბებსაც ჩაგაცმევ,როცა წაგიყვან შინაო,აღმართ-აღმართ რომ ავივლითშენ დაგაყენებ წინაო...
მარა ეს მემრენ, ახლა კიციცავ შენს პასუხს ველიო,ან ისევ დარჩი ბაბასთან,ანდაც მომეცი ხელიო.
ჭალებს,ყანასაც,ზვინებსაც -ოდას,ჰამაკსდანალიას,გოგოვ შენ ოღონდ დამთანხმდი -ამათ სულ ყველას სცალია.
აბუსელიძე როინ

აბუსელიძე როინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი