↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბათუმს

აბუსელიძე როინ

2012-10-121 წთ საკითხავი21887 ნახვა

—
"ვერც ისე საშიშ წვიმების ხშირიდა მხიარული ულტიმატუმი,შესძლებს რომ გულის გულთან კავშირიშესწყვიტოს... ისე მიყვარს ბათუმი" -
თვით ბათუმია ამის მიზეზი,ბათუმი ჩვენი ქვეყნის კელიადა ამ ქალაქში ხშირად ისე წვიმსრწმუნდები წვიმაც ბათუმელია.
ლამპიონებზე ღრუბლებს აბამენქუჩები, დღეა შარმის მორგებაროცა ამინდი რძისფერ საღამოსმოიქარგავს და მოიქოლგება
და ერთ ქოლგაში მყოფი წყვილები,მრავლდება თითო-თითო ტირაჟით,ერთმანეთი რომ უყვართ,წვიმაში -მიხვდები კაცი დანამდვილებით.
სხედან ჩიტებიც სარეცხ თოკებზე,სხედან და კენკენ ქალაქს ვნებიანს,ჩერდება წვიმა ხოლო ქოლგებისოკოებივით იკრიფებიან.
ლექსი კი რჩება როგორც ბარაქა,მთვარეს რომ ეტრფის, ღამის - ბაირაღსდა მთელს ქალაქში მთელი ქალაქიბედნიერია რაღაცნაირად!...
აბუსელიძე როინ

აბუსელიძე როინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი