პოეზია · ლირიკა
ზღვა და ზაფხული
ზღვა ხვნეშოდა ვაითა და ვიშითდა თოლიებს არც ჰყოფნიდათ შიშად;ვთამაშობდით კენჭებით და ქვიშით,თითებშუა იპნეოდა ქვიშა.მაშინ ჰგავდი სულ პატარა გოგოს,რომ მაძლევდი სიყვარულის ნიშანს...და გავიდა ის ზაფხული, როგორცთითებშუა ჩაპნეული ქვიშა.