↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზღვაზე, მზის ჩასვლისას

კოტეტიშვილი ვახუშტი

2026-07-181 წთ საკითხავი5281 ნახვა

—
ისევ ბალღობენ ცელქი ტალღები,გული გალღვება მზეთა სინაზით;მთათა მთრგუნავი, კლდეთა ამღები,ქვე განვერთხმები მხურვალ სილაზე...
ზღვაში ეშვება მზეთა ეშვები,რომ ლურჯ ტალღებში ჩატყდეს, ჩაიმტვრეს;ამ მზეს ბინდამდე ვერ მოვეშვები,სანამ ამ ზღვაში თან არ ჩამითრევს.
კოტეტიშვილი ვახუშტი

კოტეტიშვილი ვახუშტი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი