პოეზია · ლირიკა
გაუგზავნელი წერილები (მე, შენ, ღმერთი)
როცა ქუჩები ხმაურისგან ვეღარ გფიქრობენ,სახელდახელოდ,სანუგეშოდ,როცა ქუჩებიდაიცლებიან სიმშვიდით დასუსხის მიკრობებს,ძრწოლის მიკრობებს გაფეთებენდა ეურჩები -ქალაქს,რომელმაც შეიწირა შენი ლირიკადაუკითხავად,უსაფუძვლოდ,ამავე ქალაქს -ვგონებ არ ახსოვსსიკვდილიც რომ მან გაგირიგა,ან იქნებ ახსოვსდა მეძავი ქალივით მალავსპასუხებს, წარსულს,იმ კითხვებზე რომლებსაც სვამენ,სულერთნაირად,სულიგივედ,დასულაგდებით,მეც ჩემს პოეტში დიდი ხანი ვეძებდისხვა მე-ს,ახლა არ ვეძებ...მაგრამ ვერა და ვერ ვლაგდებითიხაში, სადაც ჩაეტია ნაზარეველი,მაშინ როდესაც დაათენდაბოლო პროზელიტს,იდგა ბოსელი სინათლეშიდა სარეველასიცლიდა ზეცა,დედამიწა,ღამე,ბოსელი...და ზედმიწევნით დაიხვეწაზიზღის ეთიკა,ცოდვის ეთიკაც ზედმიწევნით,(თუმცა ხარაკირს,როგორც გმირობის უტყუარ და ბოლო ეტიკეტს) -ისე ვხედავდი,ისე ვგრძნობდი,მწამდა!ახლა კიგადავლილია ყველა მთა დაყველა ფერდობი,სიზმრებით,ხოხვით,ოცნებებით,ჭენებ- ჭენებებით,ვიცი რთულია დაიჯეროკაცის ღმერთობა,მაგრამ ჩვენ ღმერთის კაცობასაცარ ვიჯერებდით
IIდა იმ დროს როცა ხმაურისგან ვეღარ გფიქრობენქუჩები და შენ ამ ხმაურშიმარტივად ფიქრობხალხზე,რომელიც ნოესავით შემოიგროვეირგვლივ და მიკრო-კიდობანიც არა გაქვს,მიკრო -იმედს რომ თავი დავანებოთ,იმედს. არადა -პასუხს ელოდნენ (ბავშვებივით)იმ დღეს კითხვები.უფლის ენაზე გვესაუბრა დაგვეზარა დათუ ვლოცულობდით,ვლოცულობდით,ჩვენი სიტყვებით.ასე შევცვალეთ უნებლიედმთელი ბიბლიაც,ეს იგივეა დავივიწყოთ,არანაკლები -ხელით დაწერილ სტრიქონებს რომმეტი ხიბლი აქვთ,ვიდრე სტრიქონებს -ძირითადად ვორდში აკრეფილთ.აქ იკამათო, ეს იმდენად სისულელეა,რომ ეკამათო მიცვალებულს,საფლავს,სახელებსდა სანამ სიტყვით დასერილი სასულეებიხატებთან ბოლო "მაპატიეს" ამოახველებს,ვიდგები მზესთან,რომლის სხივიც იქცა პრიზმებად,(ერთ დროს თბილები, კეთილები და გულუხვები)ჩვენც ამ ბოლო დროსარაფერი არ გვესიზმრება,თუ გვესიზმრება -შიში გვიპყრობს და წყალს ვუყვებით...
III
და ეს წერილიც იზრდებოდა თურმე შიშივით,შემდეგ ეს შიში მაგ თვალებშიცმარტივად იშვა,შენ შეგიძლია რადიოთი ჩართო შიშინი,რომ არ შეგიპყროსმარტოდმარტო დარჩენის შიშმაც.ჩვენ ვთამაშობდით დიდობანას,შემდეგ სრულიადაუღელვებლად ვაჯავრებდითმკვდრებსა თუ მკვიდრებსდა რაც დრო გადის ვრწმუნდები რომ უფრო რთულია,ჩვენი ბავშვობა ვითამაშოთ ძვირფასო,ვიდრეცხოვრებაში რომ არასოდესარ ვითამაშოთ!...რომ არასოდეს არ მოვირგოთერთი ნიღაბიც,მაგრამ კაცი ხომ ვერ გაუძლებსამდენ ქარაშოტს,ამდენ ტკივილს დათუ ოდესმე ხალხი ვიყავით,-ვეღარ ვიჯერებ,როცა ვხედავ როგორ ფატრავენ,დღეები დღეებს,როცა ვხედავ...( უბრალოდ როცალექსების წერა ავიჩემე ) წერაც ადრეულწარსულში უფრო მაგონებდაძვირფასო ლოცვებს,ლოცვებს რომლებიც ერთიანადგავიზეპირედ,ვეღარ გავიგე ვის რა ვუთხრა,ვის რა ვედაო,ჩვენ ამოვგმანეთ ის კედელიდა ის ჯებირი,რომლის გადაღმაც ქრისტე იყო საყოველთაო.ასე სრულდება ეს ბარათი,გწამდეს,მომხედე,თუმც ვერასოდეს მიპასუხებშენ ამ წერილზე...ოდამეერთე საუკუნე,წელი თოთხმეტი,გიორგობისთვე,კვირა,როინ აბუსელიძე.