პოეზია · ლირიკა
საღამო ქართლში
ქარი – ბებერი, ბუზღუნა მნათე,მტკვარი – ოლარი, ნაქარგი მთვარით,ისევ ანათებს ზედაზნის კალთებსქალწულის თმებით შეკრული ჯვარი.გულო, თუნდ ჩაქრე, აქ აენთები,ეს მზეკაბანი ცამ დაგირწია...ყივჩაღის სისხლის ცხელი წვეთებითმუხრანთან ვარდნი ისევ იწვიან.ნელა ედება ქსნის ციხეს ბინდიდა ყანისპირზე ყვავის სოსანი _ღვთისმშობელივით სათნო და მშვიდი,თვალები ლურჯი _ იესოსავით.თვლემს ქართლი, ასგზის დანახანძრები,ახლა იით და შროშნით ფენილიდა ქედნებივით ჩანან ტაძრები, _ქრისტეს უბიდან ამოფრენილი.