პოეზია · ლირიკა
საგაზაფხულო ელეგია
ისევ სანთლისფრად აყვავდა შინდი,მზით დაიქარგა მინდვრების კიდე,წუთისოფელი თავის გზით მიდის,მე კვლავ ჩემეულ ბილიკებს მივდევ.
სხვის შესახედად ყელსაც ვიღერებ,ვეკეკლუცები ფარფატა ნისლებს,მაგრამ, ხომ იცი,რასაც ვიმღერებ,შენზე ტირილი იქნება ისევ.
ვლაღობ, -მტერს ვაყრი თვალებში ნაცარს,ოქროქსოვილის მოვიხდენ რიდეს,ღამით კი თავქვეშ,სასთუმლის ნაცვლად,ცრემლებით სველი აბჯარი მიდევს.