↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პაპაჩემი იყო და

ჩიტიშვილი მანანა

2026-07-181 წთ საკითხავი2448 ნახვა

—
_ თუ შენც გულში გქონდა ჩავარდნილი,რა ვი, უარი კი მიანაყე...ჰაი, შე პატარა კუდიანო,ჰაი, შე ძალისძალა სიამაყევ!ავდევდე მაგნაირ ბალღ-ბულღებსა,კარგა ვუტირებდი დედას ჯერაც...გამჩენძაღლს, ქალი არსად გაეგო, როეგრე ჰაიჰარად დაგიჯერა.პაპა გენაცვალოს, მაგ ხნობისათოფის წამალივით უცებ ვტყროდი,უნდილი რამ ჩანდა, შვილო, თორეგანა მე თავად არ ვეტყოდი.`აჰა, ეს ნაბადი მეცხვარული,არც კი გამოჩნდება გარეთ ქოში...~ე ჩემ შავრა ცხენსაც ვაჩუქებდი,იმით გაგაფრენდა ყაბარდოში.იქ ერთი ნაძმობი მეცხვარე მყავს,ჩამოტყავდებოდა ნისლა ხარი...ვეტყოდი, იმის პაპა ვყოფილიყავ,პაპაშენი ვიყავ და... ვერ ვუთხარი!

ჩიტიშვილი მანანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი