↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქარი ვერაფერს დააკლებს სიტყვას

სულაკაური არჩილ

2010-08-121 წთ საკითხავი1848 ნახვა

—
ქარი ვერაფერს დააკლებს სიტყვას,მაინც ნურასდროს ნუ მიენდობი ქარებს...მძიმეა,როცა პოეტი გკითხავს:- ნეტავ რომელი საუკუნეა გარეთ?
რას ეტყვი,ანდა რა უნდა უთხრა,იგივე მზეა და იგივეა მთვარე.პოეტი შფოთავს და მძიმედ სუნთქავს:- ნეტავ რომელი საუკუნეა გარეთ?
ო, ეს არ არის საუბრის თემა,ეს სარჩულია -საუბრის შიდა მხარე.პოეტი თავის სიზმრებში კვდება:- ნეტა რომელი საუკუნეა გარეთ?!
ბოლოს ის მოგლავს,რითაც სულს ითქვამ,ნელდება ქარი, ნელდება მზე და მთვარედა არასოდეს მარცხდება სიტყვა...- მაინც რომელი საუკუნეა გარეთ?!

სულაკაური არჩილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი