პოეზია · ლირიკა
ქვიშხეთის ღამე
სარკმელთან ვსხედვართ პატარებივით...გადიგრიალეს,გზები დაკეცეს,საით მიჰქრიან მატარებლებიცივად გაწოლილ ლიანდაგებზე?საით მიჰქრიან მატარებლებიშუაღამეში მძაფრი კივილით?მათ შეხვედრების იმედი მიაქვთდა განშორების მძაფრი ტკივილი.საით მიჰქრიან მატარებლები?მაგრამ ჩვენ ვსხედვართ პატარებივითდა, როგორც წუხელ, დავწვებით გვიან,რომ მოვუსმინოთ ცაცხვების შრიალს.