↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ყრმობის სიზმრები

სულაკაური არჩილ

2015-06-121 წთ საკითხავი1851 ნახვა

—
მტკვარგაღმა დაგრჩა ბავშვობის კერა,დედის ცრემლი და მამის ჭაღარა,აქ სხვა ჭადარმა მოგაპყრო მზერადა სხვა ფოთლები შემოგაყარა.შენი ბალღობის და სიყრმის მხარეახლა სხვაგვარი შუქით ნათდება,ცაზე თვალდათვალ იზრდება მთვარე,ყრმობის სიზმრებში მიემართება.მოულოდნელად იელვებს მტკვარი,როგორც იელვა მამის ჭაღარამ,გაღმა ანთია ცრემლი კვარივითდა ცრემლის შუქი ვინ მოგახალა?მოულოდნელად იელვებს მტკვარი,დედის ნაღველმა როგორც იელვა,როცა მიჰგვარე უცნობი ქალი,ვით სიყრმის ცოდვა და პატიება.

სულაკაური არჩილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი