↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შემოდგომის მოტივი

სულაკაური არჩილ

2013-05-121 წთ საკითხავი1849 ნახვა

—
ხმელი ფოთლები უცებ დამფრთხალიწიწილებივით ქარში გარბიან,შენი ქვეყნიდან მოვარდა ქარი,მეც შემარყია და დამარბია.შენი ქვეყნიდან მესმოდა მუდამსხვა ფერთა თრთოლვა და სხვა ვედრება.და ახლა სული ჩემსავე სხეულსშეელეწება და შეემტვრევა.შენი ზეციდან მესმოდა მუდამსხვა ფრთების რხევა და სხვა დუმილიდა მეც შენდობას ვითხოვდი, როგორცცოდვილი, ანდა ძე შეცთომილი.შენი მთვარე ვარ და შენი სიზმრებიქარში აღმართულ კედლებს მახლიან,შენი ქვეყნიდან მოვარდა ქარი,მეც დამარბია და დამანგრია.

სულაკაური არჩილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი