↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

წვეთწვეთად

კუტალაძე გიორგი

2002-04-201 წთ საკითხავი771 ნახვა

—
ამინდმა მოირგო ჩემდამი დღეს შენი განწყობა,ქარია ისეთი რომ ძაღლსაც გააგდებ ნაკლებად,ქუჩებში ბეღურებს დაეწყოთ მარში და პროტესტი,ზამთარი ქალაქში სხივებმა რით ვეღარ აკენკა?!
და დღესაც ამ თავსხმა ,დროდადრო ქარიან წვიმაში,ზიხარ და უბრალოდ ცივ წვეთებს აკავებ მინაზე,მე კიდევ შენს სახლთან სველ ხეებს შორის ვარ ჩამჯდარი,წვეთ-წვეთად გაგროვებ ჩემში და ვივსები პირამდე...

კუტალაძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი