↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 78 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)

შექსპირი უილიამ

2020-08-121 წთ საკითხავი21569 ნახვა

—
შენ, როგორც მუზამ, შთამაგონე იმდენი ლექსით,იმდენ ნაკადულს მიმადევნე, როგორც სათავემ,რომ პირმოთნენიც, სახელად რომ პოეტი ეთქმით,ხოტბას გასხამენ და ჰგონიათ, ლექსებს ხლართავენ.მუნჯსაც ჰგონია, შენს თვალებთან მართავს საუბარს,მავან ხეიბარს შენთან თავი გმირი ჰგონია...თითქოს განგებას ჯადოსნობის ქსელი გაუბამსდა მთელი მისი ვერაგობა მონაგონია.ნუ გჯერა, რომ ვინც გაგაღმერთებს მხოლოდ მისი ხარ,მლიქვნელთა ბრბოებს შენსკენ სავალ გზას რა დაულევს?!შენ სხვებისათვის მხოლოდ ლექსის სამშვენისი ხარდა გიმართავენ პირფერობის დღესასწაულებს.შენს სიყვარულში საზრდოს პოვებს ჩემი გონება,რადგან ხარ ჩემი აღმაფრენა და შთაგონება.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი