პოეზია · ლირიკა
სონეტი 77 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)
როდესაც სარკე დაგანახებს პირველ ჭაღარას,როდესაც საათს წუთისოფლის მძარცველს უწოდებ,როდესაც ქაღალდს უნუგეშო ლექსი დაღარავსდა წარმავლობას სამოწყალოდ ხელს გაუწოდებ.მაშინ სიკეთე მოგაკლდება დღით და საათით,მაშინ ამაოდ აღარ უნდა გდევნონ აზრებმა,უნდა გაიგო, რომ სიცოცხლე მდორე ტაატითმარადისობის მორევისკენ მიიზლაზნება.მიტომაც უნდა მოუძებნო კენტ სტრიქონს წყვილი,გონება რასაც ვერ დაიტევს, დაწერო უნდა,გადაიკითხავ ამ ჩანაწერს და იტყვი – შვილიმოუსავლეთში წასულივით კვლავ დამიბრუნდა!დროს არყოფნაში ჩაკლავს სენი განუკურნელი,მხოლოდ ხელნაწერს შემორჩება მისი სურნელი.