პოეზია · ლირიკა
სონეტი 76 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)
დღეს ჩემი ლექსი რომ არ მართავს კეკლუც საუბარსრომ ვერვინ ხედავს მის წიაღში ჟამთა ცვლილებას,დროის ცდუნებას იერითაც მხარს რომ არ უბამსდა ახალ-ახალს რომ არ იძენს გამოცდილებას.რომ არ ყოყოჩობს ჩემი წიგნის არცერთი გვერდინაირნაირად მოკაზმული უცხო სახელით,რომ დღენიადაგ იგივეს ვწერ, სულ რასაც ვწერდი,რომ წუთისოფელს ვხედავ ძველი გადასახედით...ეს იმიტომ, რომ შენ მიყვარხარ! რომ შენ ხარ მარადმუზა, რომელმაც ძველი გრძნობა ახალს არჩია,ვერ შევიყვარებ ვერასოდეს ვისაც სხვაგვარად,ვინც სტრიქონებით თვალთმაქცობას გადამაჩვია.და როგორც მზისთვის ახალი დროც ძველი ჟამია,მეც ვიმეორებ, ერთხელ გულით რაც ნათქვამია.