პოეზია · ლირიკა
სონეტი 75 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)
ჩემს ფიქრებს ისე ასაზრდოებ შენი თვალებით,თითქოს ცა მიწას ეფრქვევაო წვიმის წვეთებად,თითქოსდა ვაჭარს ოქრო-ვერცხლის შემოძალებითყოფნა ექცაო სარაინდო სულისკვეთებად.
და ასე - ვგავარ ხან ხელმწიფეს, უხვს და იღბლიანს,ხან სიხარბეში მეკარგება გზა და სავალი,ხან ყველგან მძარცველს და ავაზაკს ვლანდავ ნიღბიანს,ხან მინდა ყველას მივცე ჩემი შემოსავალი.
და ასე - ზოგჯერ სიწყვდიადის ეშვება ფარდა.თვალსაწიერი მოჩანს ზოგჯერ ლამაზ ფერებად...და შენგან ჩუმად ნაჩუქარი ღიმილის გარდა,აღარაფერი მეჩვენება ბედნიერებად.
ასე დღითიდღე იწურება წუთისოფელი:ხან ვფლობ ყველაფერს, ხან არაფრის არ ვარ მფლობელი..