↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 74 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)

შექსპირი უილიამ

2020-08-121 წთ საკითხავი21576 ნახვა

—
რადგან ჯერ ტყვე ვარ წუთისოფლის მუხთალი ჟამის,რადგან ჯერ გიძღვნი სიყვარულით სავსე სტრიქონებს,რადგან სულ მალე მეც მომისჯის სიკვდილის წამიმოუსავლეთის საპატიმროს ქორონიკონებს,რადგან ჯერ მწყალობ, მენდობი და მეამაგები,რადგან სიკეთის დასაბამი ჩემში გინახავს,მიწამ წაიღოს ჩემი ტანი, მიწით ნაგები,სული კი ლექსში მხოლოდ შენთვის შემომინახავს.მე უკვე ვხედავ ჟამთასრბოლის უძირო ფსკერზე,რომ ილექება ამღვრეული ჩემი ცხოვრება,რომ ღატაკივით გადმომდგარა სიკვდილი სერზედა ჩემს დარჩენილ ორ დღესაც კი მემათხოვრება.მიწამ თავისი მიიბაროს, დრომ კი – თავისი,ჩემი სული კი შენია და სხვა არავისი!
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი