პოეზია · ლირიკა
***ყველას გვეშველება
ყველას გვეშველება,ყველა დავისვენებთ,ღმერთს თუ შეეშლება,ეშმა გაგვიხსენებს.ეს დღე დაღამდება,ღამეც გათენდება,ვიღაც გაწამდება,ვიღაც აშენდება.ყველა მარტვილია,ყოფნა - მხოლოდ ჟინი,მოვკვდე - ადვილია,ძნელი - მოლოდინი.ვაჟი წვერს გაუშვებს,ქალი შავს ჩაიცმევს,კარგი მეგობარიმკერდში მჯიღს ჩაიცემს.ზღვა ცრემლით რომ მორწყანმიწა - ბალდახინი,ზემოთ ვერ ამოხვალსულელ ბალახივით.ნუ ნაღვლობ ვინც დასთმედა ნუღარც გეეჭვება;ცოცხალს ვინც გხედავდა,მკვდარსაც შეგეჩვევა.ვიდრე სული გიდგას,შენებრ უდღეურებს, -გინდა უმუხთლე დაგინდა უერთგულე.სიცოცხლე ძილისპირთქმული ზღაპარია,ჩვენ ვინ შეგვეკითხა,ჩვენი რა ბრალია?!ვისიც მეშვეობითსოფელს გაეცანი,იცის რასაც შვება,არ ღირს კაეშანი.ყველას გვეშველება,ყველა დავისვენებთ,ღმერთს რა შეეშლება,ღმერთი გაგვიხსენებს.