↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

STIA VIATOR

ღლონტი ვახტანგ

2026-07-181 წთ საკითხავი6066 ნახვა

—
Stia viator...Stia viator...შესდექ გამვლელო, ამ აკლდამასთან...აქ იწვა, სიკვდილს ვინც შეატოვეს,ვინც გაიმარჯვა, მაგრამ... დამარცხდა.
აქ იწვა იგი, ვისაც ყველასგანგამორჩეული ჰქონდა ნიშანი.ვისაც საფლავში ჩავყევი, მაგრამისე გამიქრა, ვერ შევიცანი.
მე ვარ ნაწილი, რაც დამრჩა მისგან,მისი სხეულის, და მისი სულის.არ ავყოლივარ ცდუნება ცისკენ,რომ განმეცადა მიწა სისრულით.
მე განვვლე ყველა საშინელება,მარტოკაცობის მწარე მშვენების.კიდევ კარგი რომ, ძვლებამდე შიშველს,მიწა მფარავს და ვერ გეჩვენები.
მე აღმინთია ქალი ოცნებით,ვერ დავუფასე ბევრ მათგანს გარჯა.რა იყო ჩემში, რაც მანდ მომეცა,რაც ასე უცებ შემომეხარჯა.
საფლავი კიდევ არ ნიშნავს სიკვდილს,თუმც მოვკვდი, მაგრამ ვცოცხლობ ისევე,მკვდარიც, ცოცხლებთან, რაღაც ვალს ვიხდი,ჩამივლიან და სიკვდილს იჩვევენ.
ვერ შეეჩვევა სიკვდილს ცოცხალი...ვარ, ვეგუები მკვდარი სიცოცხლეს...ერთ საიდუმლოს კიდევ გაგიმხელ,ოღონდაც ჩემკენ ჩამოიჩოჩე.
ნუ გეშინია, არას შეგამთხვევ,წუთის უფალი რას კრთი და ბრძოლობ.მკვდარმა იცოცხლო - ეგაა საქმე,რადგანაც სიკვდილს არა აქვს ბოლო.
ღლონტი ვახტანგ

ღლონტი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი