პოეზია · ლირიკა
ასე იცის გაზაფხულმა
გაზაფხულია, -მოგესალმებით ზნეკეთილო და ამო სულებო,გაზაფხულია, - შუბლი გახსენით ჯვარცმულებო და ჯავრმოცულებო,ნუ გერცხვინებათ, ლამაზმანებო, სიყვარულისგან ალმოსულებო,ბაღში ჩამოდით, მაგ აივნებზე ყვავილებივით ამოსულებო.ასე იცის გაზაფხულმა, -დაბრუნდება გრძელვადიანი შვებულებიდან დამზის გასაღებით ნელა შეაღებს სასახლის კარებს.ყველა ღიმილით მიეგებება,გულწრფელია მათი ღიმილი.ბუნებას ოთხი პრეზიდენტი ჰყავს,ყოველ სამ თვეში იცვლებიან, მორიგეობენ.ასე იცის გაზაფხულმა, -მიუჯდება მარადმწვანე თავის მაგიდას,ზამთრის თეთრ საფარს გადააშორებსდა მზის სხივებით შეწყალების წერას დაიწყებს:"გათავისუფლდეს დედამიწა ზამთრის პატიმრობისგან!თეთრი ლაშქარი დაიშალოს!ყინვები, ზამთრის მუდმივი ჯარისკაცები,კვლავ დაუბრუნდნენ ძვირფას ოჯახებს!ხეებს-ფოთლები, უმწვანესი თუმნიანები,მემკვიდრეობით მიღებული მზისგან ქონება,ზაფხულისთვის მიბარებული,შემოდგომის ქართა მიერ დატაცებული,ზამთრის ზანდუკში გადამალული, - დაუბრუნდეს!გათავისუფლდეს სიყვარული,რომელმაც დიდხანს, პატიოსნად ზიდა სასჯელიმარტოობის და მოლოდინისა.ამიერიდან მას უფლება აქვს:სადაც კი ნახავს გულს თავისუფალსან გაუქმებულს მოღალატის ვერაგი ხელით,დაისვენოს, ან სამუდამოდ შიგ დაესახლოს!"ასე იცის გაზაფხულმა, -ხოლო მერცხლები,გაზაფხულის შიკრიკები,გრძელკუდიან შავ ფრაკებში გამოწკეპილნი,თეთრ პერანგებს გაიღეღავენ,ფრენა-ფრენით დაივლიან ქვეყნიერებასდა მრევლს ამცნობენ ამნისტიას,ნება-სურვილს უწმინდესის და უნეტარესის.ასე იცის გაზაფხულმა, -ჩვენ კი ჩვენივე ნება-სურვილითმზის ოთახებში ჩაკეტილები,(წიგნი მივაგდეთ) ბაგეს ვიწაფავთკოცნის პირველი გაკვეთილებით,ხელით გვიჭრავს შმაგი გულები,ამურის ისრით გაკვეთილები,ახ, რარიგ გვიყვარს ჩვენ ერთმანეთი,რა კარგები ვართ, რა კეთილები!