პოეზია · ლირიკა
ბათუმი
როცა თბილისში წვიმსმე ჩემს ბათუმში ვარ...ბათუმი არის წვიმა,და არაფერი სხვა.
მე მისი ცრემლი მზრდიდა,მისი ქუჩა და ზღვა.ბათუმი არის ძიძა,და არაფერი სხვა.
აქ მამაჩემის სახელიპირზე ეკერა ხალხს,ბათუმი არის ნაღველიდა არაფერი სხვა.
აქ შეუყენეს ჩემი ძმაბევრჯერ გოლგოთის გზას,ბათუმი არის შერისხვა,და არაფერი სხვა.
ხან გულისგულში მიკრავდა,ხან მიღერებდა ქვას,ის იყო ჩემი კორიდა,და არაფერი სხვა.
აქ წინაპართა სხეულებსმიწა ხურავს და ხრავს,ბათუმი არის სიკვდილიდა არაფერი სხვა.
მე ჩემს ბათუმში წავალ,მე ჩემს სიკვდილში წავალ,ოღონდ გათენდეს „ხვალ”...ბათუმი მონატრებაა,ბათუმი მოლანდებაა,და არაფერი სხვა.
მე აქ მიყვარდა პირველად,და უკანაკნელ ხანს,ბათუმი სიყვარულიადა არაფერი სხვა.
აქ არის ჩემი ცხოვრება,ჩემი ჯვარცმა და ხსნა,ბათუმი არის ბათუმი,და არაფერი სხვა.
მოვკვდები, ჩუმად მიტირებსმისი წვიმების ხმა...ბათუმი მაინც წვიმაა,და არაფერი სხვა.