↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

***ღამეა... ელავს...ალბათ წვიმდება

ღლონტი ვახტანგ

2019-02-131 წთ საკითხავი5142 ნახვა

—
ღამეა...ელავს... ალბათ,წვიმდება.თბილ სამოსელშიც მცივა გახვეულს.მივათრევ სახლში, როგორც იქნება,ხეტიალისგან მოთენთილ სხეულს.გამიშლის საწოლს და თან მსუბუქისაყვედურებით ამავსებს დედა.ხელები - ცივი, ტუჩები - მუქი,ამომიყვანეთ საყინულედან.დავხუჭავ თვალებს, მგონია ვკვდებიდა ძილიც თითქოს არ მოდის განგებ.სახურავზე კი წვიმის წვეთებისამგლოვიაროს უკრავენ ჰანგებს:"გსურს, შხამი შესვი, თუ გსურს, ილოთე;სხვისია ვერტერ, სხვისია ლოტე.გსურს, გერმანია შესარ გოდებით,გსურს, მოთმინებით სახლში ელოდე:ისე მოკვდები, ისე მოკვდები,არ დაგამშვიდებს, არ მოვა ლოტე!"ვიღაცა გულზე მიჭერს მარწუხებს,ჩემი ტკივილი არვის აწუხებს.ქარები და ფოთლებიქარები სიყვარულს უხსნიან ფოთლებს დაოქროს კოშკს ჰპირდებიან ცაში.ნაღვლობს დედა ხე: "ვაითუ, მიენდოს დავაითუ, დამეღუპოს ბავშვი".იცის დედა ხემ ქარების ეშმაკობა,მაგრამ ეს არ ესმით შვილებს:შორდებიამ დედას და ქარებს ანდობენთავიანთ სიყმაწვილეს.მიწა ხომ ზეცაზე ახლოა, სიკვდილიცპირველად გვიმიზნებს ფრთაშივეშვებით, - ქარებს კი მზადა აქვთ პასუხი -"ეს არის ცხოვრების ფასი!"ქარები... ქარები... ფოთლები... ფოთლები...ქვემოთ კი - წუმპე და მყარი...ბედნიერია, ვინც ცაში მოკვდება,და მაინც, სასტიკია ქარი.
ღლონტი ვახტანგ

ღლონტი ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი