პოეზია · ლირიკა
მეშურნეთა გამო (მთარგმნელი: მაგალი თოდუა)
ადუღდი, გულო, ადუღდი,გულის დუღილის ჟამია.რამ დაგადუმა მგოსანი,რა დროს ჩურჩნა და ჩქამია!დღეს მე ვფლობ ლექსის მოედანს,მე გამაქვს ლელო სიტყვითა,სხვამ ჩემისთანა დიდებაქვეყნად რომელმა იტვირთა?მიჭრიდა ჭკუა და იჯრაცვიშოვნე, თუმცა მიჭირდა,მუქთად ვინ მომცა ქონება, -სულ შეძენილი ნიჭით მაქვს.ვარ ჯადოქარი სიტყვის დადიდების დროშაც მიჭირავს,ცოდო ვარ, ჭორის ჭუჭყებითგამთხვაროს ვინმე ჭიჭყინამ!ხმალივით ბასრი ენა მაქვსდა სიტყვა ჩემი მამდიდრებს,ისეთ სასწაულს ჩავიდენ,თვითონ მესიას მადრიდეთ.სიტყვები გულის ქურაშიისე მაქვს განაცხელები,ვითა მღვივანმა ღადარმადაგიწვას მანაც ხელები.ლექსებში ფშანი შევუშვიჩემი სიცოცხლის წყაროდან,ვმღეროდი, როგორც შემეძლო,ვითარცა ნიჭი მწყალობდა,მაგრამ სუყველა ამქვეყნადროდია ჩემი ყაბული,მე ვგრძნობ, ზურგს უკან მქირდავენ,ჭორაობაა გაბმული.ღაზელის წერას რომ ვიწყებ,რომ ვმღერი ტკბილ-ტკბილ ყაზალებს,წამბაძავს, ჭკუას აწვალებს,თითქოს და ვინმე აძალებს,და რომ ყასიდა დავწერო,განგებ, თუ გნებავთ ყასიდად,ისიც ყასიდას მოხლართავსდა მერე როგორ ყასიდას!იგავ-არაკებს როცა წერს,მოჰყვება რაღაც არაკებსდა თუ მის დომხალს არ აქებ,შენზე ძვირს ილაპარაკებს.ქურდია, ჯერ მე გამქურდავს,მერე კი ჩემგან წავა დათავად დამიწყებს გაქირდვას,თუმც საქირდავი თავად აქვს.რას იზამ, ქურდთა წესია,როდესაც ქურდებს მისდევენ,ქურდიო! - ქურდი ჰყვირიან,მერე ქურდობენ ისევე.მაგრამ რა გაემტყუნება,საცოდავ მაწანწალასაც!მოდი, საბრალოვ, წაიღე,არ ვიხმარ შენზე ძალასა.ამათი საცოდაობით,რა ვქნა, მეც გული დამეწვა,არ ვყოფილიყავ მდიდარი,არ მომეპარა, რა მექნა!მაგრამ მე განძით სავსე ვარ,დაძეძგილი მაქვს გონება,რაში მჭირდება ქურდობა,რად მინდა სხვისი ქონება!განძის მთა მიდგას, გამიდისთვალ-მარგალიტის რუები,ვირთხებს რას შევუშინდები,ქურდებს რას შევეპუები!