↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

განა მართლა ლომი ვიყავ (მთარგმნელი: მაგალი თოდუა)

ნიზამი განჯელი

2012-08-122 წთ საკითხავი365 ნახვა

—
ბედო, ბედო, გირჩევ ჩემზენუ გექნება გული ცხარი.შენ ყასაბი არ ბრძანდებიდა არც მე ვარ შენი ცხვარი.გულში ცეცხლი ნუ შემინთედა ნუ დამწვავ, ბედო, ავად,ისიც კმარა, სანთელივითრომ ვიწვები თავისთავად.მე შუშა ვარ და თუ ახლაშენგან ქვები მომეჯახა,ხომ მომეჭრა ხალხში თავი,და საქვეყნოდ მომეჯაყა!თითბერი ვარ, მაგრამ ოქროსზარნიში მაქვს გარეთ ყალბად,გახრწნილი ვარ, მაგრამ მუშკინაპკური მაქვს, იცი, ალბათ.ანგარებით სნეული ვარ,მასულდგმულებს ავი ვნება,ერთი ვინმე კუდაბზიკა,ერთი ვინმე თავისნება.გარეგნულად ლომს მძვინვარესდამამგვანა თუმცა ზეცამ,განა მართლა ლომი ვიყავ,მხოლოდ ლომის ტყავი მეცვა.მტერს რომ მედგრად შევუტიო,ხომ არა ვარ მართლაც ლომი,ისიც კმარა, თავის თავთანრაც მოხდება ცხარე ომი.მქონდა შვება და სიამე,დღეს რომ ასე გულით მინდადა ხელიდან სიჭაბუკემერცხალივით გამიფრინდა.ოცდაათ წელს რომ გადახვალ,რაც არ უნდა თვალად ჩანდე,ყრმათა ცოდვებს ნუ ჩაიდენ;ნუ გიჭირავს თავი მჩატედ.ორმოც წლამდე იშვებს კაცი,იშოვება კიდევ შვება,ამის შემდეგ კი, მშვიდობით,ფრთები მშვიდად დაგეშვება.ორმოცდაათს თუ გააღწევ,აი, ჭირი მაშინ თვალე,მუხლები რომ გიღალატებსდა დაუწყებ ჩივილს თვალებს!სამოც წლისას რაღა გითხრა,ხოლო ათით თუ ხარ მეტი,შენი ბედი, დავრდომილმათუ იხმარე კარგად კეტი.ოთხმოცსა და ოთხმოცდაათსთუ მიაღწევ, კედელს ჩხირი!დაჯექი და გამოსცადეთუკი დაგრჩა კიდევ ჭირი.ხოლო ასს თუ მიატანე,შეგისრულდა წელი ასად,მაშინ გიჯობს, სიკვდილს უხმოდა სიცოცხლე მისცე ფასად.გინდა ერთი დღე იცოცხლე,გინდა ასე წელს გაუძელი,გული მაინც ამ სოფლიდანარ გაგყვება დაუწველი!რადგან მაინც უნდა მოკვდე,მინდა მოგცე რჩევა ერთი;მხიარული იყავ მუდამდა გახსოვდეს მუდამ ღმერთი!ჩვენ ანთებულ სანთელს ვგავართ,ლხინში დარდი გვეცილება,თვალებიდან ცრემლებს ვაფრქვევთ,როცა პირით გვეცინება.

ნიზამი განჯელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი