პოეზია · ლირიკა
*** "უკანასკნელად შევხვდით" (მთარგმნელი მეტრეველი ლელა)
უკანასკნელად შევხვდით მაშინ სანაპიროზე,ნევასთან ახლოს _ როგორც ყოველთვის,ლაპარაკობდი ზაფხულზე და იმაზე, თუ რაუაზრობაა ქალი-პოეტი.
ო, როგორ მახსოვს პეტრე-პავლეს ციხესიმაგრე,მეფის სასახლე _ გუმბათმაღალი.ქალაქში რაღაც საოცარი იდგა სინათლედა მაღლდებოდა ნევაში წყალი.
მეჩვენებოდა, თითქოს გულმა შეწყვიტა ძგერა,ხოლო გარემო სამოთხეს ჰგავდადა მე ვმღეროდი უკანასკნელ შეშლილ სიმღერას,ვაი, რომ შენი დაკარგვის ფასად.