↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სარკმელთან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95279 ნახვა

—
სარკმელთან ვდგევარ. მალე, სულ მალესევდიან ჰანგებს დავუგდებ მე ყურს;მოვა მოხუცი ძალმილეულიდა ააკვნესებს ჩემს კართან ფანდურს.გადიფრენს თვალწინ ძველი ოცნება,შეიკუმშება მღელვარე გული,რომ არასდროს არ განმეორდებადრო ბედნიერი, დრო დაკარგული.ამ საშინელი მარტოობის გზას,სამარისაკენ მიმავალ გზამდეგავყვები დაფნით და ყვავილებით,მაგრამ როდემდის, მაგრამ სანამდე?სარკმელთან ვდგევარ. მალე, სულ მალესევდიან ჰანგებს დავუგდებ მე ყურს;მოვა მოხუცი ძალმილეულიდა ააკვნესებს ჩემს კართან ფანდურს.
1912
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი