↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სარეცელთან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2019-06-131 წთ საკითხავი95270 ნახვა

—
ნათესავები და მეგობრებიჩემს სარეცელთან ეხლა გროვდება.ყველა გრძნობს, თუ რა მწარე ღიმილითსიკვდილის ჩრდილი მიახლოვდება.მომიახლოვდი შენც, ჩემო კარგო,ხელი შემახე ციური გრძნობით,მსურს მხოლოდ ერთი რამ სიტყვა გითხრა,უკანასკნელად გითხრა: მშვიდობით!მე შენს სიყვარულს დიდი ხანიამფარველ გენიად დავატარებდი,არვის ვუმხელდი ჩემს საიდუმლოს,უვნებ ნიავსაც არ ვაკარებდი.მე არ ვიცოდი, შენსა გარეშერა იყო ღმერთი, რა იყო ზეცა,მე ვლოცულობდი და შენზე ლოცვამჟინი, სურვილი გამიორკეცა.და ასე მიმაქვს ცივს სამარეშიეს ჩემი გრძნობა გამოუთქმელი...მომიახლოვდი, ჩემო ნუგეშო,უკანასკნელად მომეცი ხელი.უკანასკნელად მესმოდეს შენიზექვეყნიური, უკვდავი ხმები,რომ თავზე მადგე განსვენების ჟამსვით ანგელოზი სულის მიმღები.არ მჯერა, სული რომ გაიფანტოს,შენზე ლოცვაში აღმონაცენი,ის თვით სიკვდილის შემდეგაც, მაინცსამარადისოდ შენია, შენი!
1914
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი