↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სასაფლაოზე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-132 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
მიყვარს საღამო წყნარი, მშვიდი და მოწყენილი,როცა მზე სხივებს უკანასკნელს აათამაშებს,როცა მდუმარებს ტყე-ბუჩქნარი გადაფენილი,როცა ბულბული მწუხარედ ხმას ააწკრიალებს.
მივეჩქარები, რომ სალამი მივცე საფლავთ ქვებს...იქ არ მოისმის ადამიანთ უღვთო ხარხარი;იქ ანგელოსი წრფელად გალობს ზეციურ ჰანგებსდა ჩუმად უგდებს მის სიმღერას ყურს მთა და ბარი.
გზას მოიკვეთავს ყვავილებში ნაკადი მთისა...საფლავებს შორის ნელ დუდუნით მიიკლაკნება,ხან აქვითინებს უარყოფა სიყვარულისა,ხან კი ახარებს შორს წარმტაცი ბედნიერება...
ნიავი ჰქრის... შორს მიფრინავს ლაღი ოცნება,სულს ასხიოსნებს უკვდავების სახე ნარნარი.სამშობლო მხარე, ბედნიერი წინ მეხატება...ადამიანი ცას შეჰხარის მშვიდი, დამტკბარი.
ამ დროს გაისმის სევდით სავსე ზარის წკრიალი...და შეშფოთდება ოცნებაში მფრინავი სული;კვლავ წინ მეხატვის სოფლის ბრუნვა, სოფლის ტრიალი.ოჰ, არც ოცნება აღარ მატკბობს აზვირთებული.
მსურს, რომ ვიტირო და ჩემს ტირილს, მსურს, ყურს უგდებდესსასაფლაოსი არემარე დადუმებული.დეე, იცოდეს, დეე, მხოლოდ იმან უწყოდეს,თუ რარიგ შფოთავს მგოსნის გული დაობლებული.
მხოლოდ... იმ ტირილს და იმ მოთქმას მარტოობაშიმე არ გადავცვლი არავითარ ნეტარებაზედ,მთელს სიტკბოებას მირჩევნია ბედკრულს იმ წამშიეს უიმედო, ობოლი ცრემლი ლამაზ წამწამზედ.
მზე მთისა მწვერვალს გადასცდება, ჩაესვენება...ცისა ლაჟვარდი აენთება უკანასკნელად,უკანასკნელად მთასა და ველს მოეფინებაბულბულის ჰანგი ნაღვლიანად და მოწყვეტილად.
მწუხრის ზეწარი ეფინება მდუმარ მიდამოს,ნამი ციური ყვავილის გულს ზედ ეკონება,ცის ანგელოსი დაჰღიღინებს დანამულ მდელოს,ნიავი ნელი ვარდს გაფურჩქვნილს ესალმუნება.
მიყვარს საღამო, სევდიანი და მოწყენილი...მიყვარს ფიქრებში მოქანცული მე სასაფლაო...დეე, მაშინაც თვალწინ მედგას ყოფნა გახრწნილი,მაშინაც ვგრძნობდე, რომ ფუჭია იგი, ამაო!
1909
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი