↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სასაფლაონი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95269 ნახვა

—
სარკოფაგიდან დგება მუმია. რა სიჩუმეა.ჰაერი ლურჯი აბრეშუმია.ორხიდეები ეცემა ნილოსს,როს მხურვალება ქვიშაზე კვნესის,უნდა რომ სული არ მიისილოს,უნდა სამარე ჰპოვოს რამზესის.ის იყო მეფე. ეხლაა მტვერი.რომ საუკუნეთ რიგი გარიყოს,არ შეუძლია იყოს პირფერი.არ შეუძლია მტვერი არ იყოს.და საუკუნეთ რიგს თვლის მუმია:მზიანი დღეა, თუ სამუმია.
1925
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი