↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

19 - ?

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95282 ნახვა

—
ციკლიდან „პაციფიზმი“
მიწას კვლავ ეფინება,როგორც გზა და დროება,იმპერიალისტურიომის საშიშროება.წამოვიდენ ღრუბლები,მრისხანე და საზარი,ილესება დანებადრკინა უზარმაზარი,მოაქვს სისხლის მორევიდა სიკვდილის მონება,უძლეველი ტეხნიკისმწარე გამოგონებას,რათა სატანიურიცელით მიწა ათიბოს,რათა ასისხლებულიმხრები მოიქათიბოს,მოსპოს, გაანადგუროს,რაც ქურა და ძნებია,რაც კი მრავალი წლობითშრომას უშენებია.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი