↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საფრთხობელა

ცუცქირიძე ლელა

2026-07-181 წთ საკითხავი3628 ნახვა

—
ბებომ მთხოვა, ჩვენს ეზოშისაფრთხობელა ჩამედგა,ჩიტებს შეეშინდებათო,მოიშლიან ბლის კენკვას.შემეცოდა საფრთხობელა,შემოსილი ძონძებით,გავუკეთე მზის სათვალე,ავუწითლე ლოყები.ჩავუწანი ჩალის თმები,დავუბნიე წკაპები,გადავაცვი ჩემი კაბა,ფურფუშელა ბაფთებით.ისე კოხტად გამოვაწყვე,რომ შეხედოთ შორიდან,გაპრანჭული საფრთხობელაგეგონებათ თოჯინა.ეს რა არის, ერთმა ჩიტმასიყვარულიც აუხსნა,ბლის წითელი კუნწულებიმიუტანა საჩუქრად.ბებიკოს კი მე ვეგონე,ჯამზე ფაფა დაასხადა გაპრანჭულ საფრთხობელასჩემს მაგივრად აჭამა!
ცუცქირიძე ლელა

ცუცქირიძე ლელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი