↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გაზაფხულის კარუსელი

ცუცქირიძე ლელა

2026-07-181 წთ საკითხავი3634 ნახვა

—
ხალისით და ჟრიამულით
შემობრძანდა გაზაფხული.
ეს რა ხდება ჭრელ მინდორში,
რა გნიასი, რა ხმაური?
ხოჭო ბერავს ფერად ბუშტებს,
კუ ამზადებს ბამბის ნაყინს
და სიცილის ოთახს აწყობსლოკოკინა ნიჟარაში.მუხლუხოზე შემომსხდარანჭია-ჭიამარიები,ბალახების სასრიალოს
აკეთებენ კალიები.
ჭრიჭინებმა სახლთან ჩადგეს
აიწონა-დაიწონა,
ერთი ბეწო ჭიანჭველამ
ხარაბუზა გადაწონა.
ხვლიკი უკრავს ტუჩის გარმონს,
პეპელა კი ცეკვავს ბალეტს,
წრუწუნები იკერავენ
ყვავილების ფერად კაბებს.
საქანელით ერთობიან
ღიპიანი ზაზუნები,
დატრიალდა ჭრელ მინდორში
გაზაფხულის კარუსელი.
ცუცქირიძე ლელა

ცუცქირიძე ლელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი