↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბაწკი-ბუწკი

ცუცქირიძე ლელა

2026-07-181 წთ საკითხავი3641 ნახვა

—
ბაწკი-ბუწკი,
ბაწკი-ბუწკი,
იჩხვლიტება წაბლის ბუძგი,
სულ ბუზღუნებს:
- ნეტავ რით მჯობსის ჩხვლეტია ზღარბი-ზღურბი.
ეკლები მაქვს უფრო კარგი,
თანაც მუცლით დამაქვს წაბლი!
იბერება,იბრიქება
და ამდენი ბაქი-ბუქით,
ბაწკი-ბუწკი,
ბაწკი-ბუწკი,
დაბლა გაადინა ბუთქი!
წაბლი ცალკე გადაგორდა,ცალკე დარჩა წაბლის ბუძგი.
ბაწკი-ბუწკი,
ბაწკი-ბუწკი,
მოკუსკუსებს ზღარბი-ზღურბი,
დაინახა, გზაზე გდია
აქეთ წაბლი, იქით ბუძგი,
წაბლი ჩადო ზურგჩანთაში,
ბუძგი დარჩა გაბუსხული.
ცუცქირიძე ლელა

ცუცქირიძე ლელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი