პოეზია · ლირიკა
სიტყვა
წყლის კი არა, სიტყვის ნაყვაა ყველაფერი...ჯიუტად ნაყავ:”ყველაფერი იქნება კარგად ”,მაშინ, როცა ღამის შორ ცაზე,თვითვმფრინავიც კი ისე ციმციმებს,თითქოს სული კრთის:ინთება, ქრება,ინთება, ქრება,ინთება, ქრება,გშორდება...ქრება...
მაშინ, როცა ბოლოზე ბოლო ამოსუნთქვაბაბუაწვერის სუსტ ბუსუსებად კი არ იშლება,ცხვირიდან ლავის წასკდომას ჰგავს,ქარიშხალს, ცუნამს,მიწის ტორტმანს,ყველა ციხის კედლების ნგრევას,აცხადებულ, შემზარავ სიზმრებს,ყველა ხანძარს და აფეთქებას...მკვლელ ნამსხვრევებად იფანტებადა სხეულის ყოველ მილიმეტრს უმოწყალოდგიფლეთს და კაწრავს.
შენ კი, ჯიუტად ნაყავ სიტყვებს:”ნუ გეშინია, ყველაფერი იქნება კარგად”და იმ ქარის გშურს,ცას მომწყდარი ფრინველივით რომ ეხლება სარკმელს დაისტერიულად კი არ ჩურჩულებს,არამედ ღმუის,უსიტყვოდ ღმუის!
”ნუ გეშინია, ყველაფერი იქნება კარგად” –სიტყვის ნაყვაა!მაშინ, როცა ცაგადმოსულ, დაწმენდილ თვალებსჯვარედინად აჭედებ თითებს,თითქოს სახლს ტოვებ,სახლს, რომელიც მყარად იდგადა კიბეზე მობაკუნე ნუკრის ნუკრისთვისყველა ფერით ხმაურობდა ჭრიალის ნაცვლად.
რა ძალა აქვს ახლა შენს სიტყვებს...ძახველიც გჯობნის!მთვარისაგან ჩამოშრეტილ ღამეებში,დაკარგულ მგზავრს მჭვირვალ ნაყოფს ჭრაქივით უნთებს,გზას უნათებს და უიოლებს უხმოდ, უსიტყვოდ.
...და მაინც,ისევ იმეორებ:”ნუ გეშინია, ყველაფერი იქნება კარგად”,გგონია, სიტყვა ხავსის პატარა ნაგლეჯია:მოჭიდება რომ მოასწრო, თუნდაც წამებით,შვებაა ალბათ...