↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მომაკვდავი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-132 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
მზე დასავლეთით გადაიხარა,პირდაპირ სტყორცნა სხივი მთისკენა,უკანასკნელად ბარს გადმოხედადა დიდებულად გადაესვენა.
აგერ დაჰქროლა საღამოს სიომ,ააშრიალა ფოთოლი ტყისა,ფრინველთ ჭიკჭიკში, სევდის მომგვრელად,გამოისმოდა ხმა ბულბულისა.
უხმოდ, ხის ძირში, სარეცელზედაწევს ახალგაზრდა ფერმკრთალი სახით.მომაკვდავია... ელის სიკვდილსა,ელის ყოველ წუთს, თრთოლვით, ცახცახით.
უკანასკნელად ის გადასცქერისდიდებულ სურათს, მის წინ გადაშლილს,და ამ სურათთან ტანჯვით იგონებსწარსულ ცხოვრებას, წამებით განვლილს.
იგონებს იმ დროს, როცა ჯერ ისევპატარამ იგრძნო ობლობა სულის,იგრძნო დაკარგვა მხიარულ დღეთა,დაკარგვა რწმენის და სიხარულის.
გარშემო შური, მტრობა, ღალატიძალას ართმევდა ადამიანებს...და ღონემიხდილთ შეუმჩნეველადახუჭვინებდა დაქანცულ თვალებს.
სიყვარულის ხმა არსად ისმოდა,არვინ სიმართლეს არ ქადაგებდა,მხოლოდ წამების, კიცხვის და ტანჯვისხმა ქვეყნად ქუხდა და ღაღადებდა.
„მაშ, რაა ქვეყნად სახარბიელო,რომ მიიზიდოს ტანჯული გული?“ასე ფიქრობდა ყმაწვილი ხშირად,შავი ფიქრებით გატაცებული.
მის წინ ცხოვრების შავი უფსკრულიდაუსრულებლად ქუხდა, დრტვინავდა...და, მეორე მხრით, ბუნების ძალიუხვად, სიტურფით მთა-ბარს ქარგავდა.
მხოლოდ იქ მტრობას ძალა არ ჰქონდა,იქ წმინდა იყო სუყველაფერი,როგორც წვეთები ნაკადულისადა ლაჟვარდი ცის უმანკო ფერი.
აღტაცებული დაუახლოვდადიდებულ ხელით შექმნილს სურათებს,დაუახლოვდა ხევ-ხუვებს, კლდეებსდა თვალუწვდენელ მთების მწვერვალებს.
დაუმეგობრდა მთისა ნაკადულს,ფოთლების შრიალს, ბულბულის სტვენას,იდუმალ ჩურჩულს ყვავილებისას,წყაროს ტკბილ ჩუხჩუხს და ტიკტიკ-ლხენას.
ეხლა კი, როცა სიკვდილს წინ უმზერს,მის ჩასანთქავად მომზადებულსა,და, ამავე დროს, ხედავს ბუნებასწარმტაცს, მშვენიერს და დიდებულსა,
არ ასვენებენ მწვავე ფიქრები,თითქო საგრძნობლად გულს რაღაც სწყდებადა მოგონებათ აღგზნებულ კონასშავბნელი ფარდა ზედ ეფარება.
მოისმა კვნესა... არეც დადუმდა...ბინდი გადეკრა დედამიწასა...მარტო ბულბული სევდის მომგვრელადისევ დაჰყეფდა მდუმარ მთა-ბარსა.
1909
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი