↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მონაზონ ქალს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95269 ნახვა

—
ოჰ, რა ტკბილად ეძინება ყვავილს მდუმარს და ფეეეერ-მიხდილს..მარტონი ვართ, ჩემო კარგო, ყური უგდე ჩემს სუნთქვას ფრთხილს.ველთა შორის გასისინდა ხმაურობა მშვიიიდი, წყნააარიდა ყვავილებს ზედ დააკვდა მონავარდე, ცელქი ქარი..ჩუმად გეტყვი: მარტონი ვართ, გვივლის ფიქრი ამაზრზენი,მთელის სუუულით მე შენი ვარ, სამუდამოთ შეეენი, შეენი..შემიძლია დაგივიწყო? მიპასუხე, ამიხსენი.მთელის გუუულით მე შენი ვარ, სამუდამოდ შეეენი, შეენი.უთხარ მზის სხივს, ნუღარ ბრწყინავს, გულშივ ჩაჰკლას ნორჩი შუქი..უთხარ ნიავს, ნუ დაფრინავს მთა და ველად ფრთა-მსუბუქი..უთხარ ყვავილს, რომ პეპელას ნუ იკარებს, გულს ნუ უხსნისდა პეპელაც იმ გულიდან ნექტარს ნუღარ ამოსწუწნის.უთხარ ნიავს, რა არის, რომ თამაშობა აქ არ იწყო,მაშინ მითხარ მეც, შენს მტრფობელს, გულშივ ჩაგკლა, დაგივიწყო...შემიძლია დაგივიწყო? მიპასუხე, ამიხსენი.მთელის სულით, მე შენი ვარ... სამუდამოთ შენი, შენი!
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი