↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გაგეჯიბრები სიკვდილო

ჩალაბაშვილი თემურ

2026-07-181 წთ საკითხავი1934 ნახვა

—
გაგეჯიბრები, სიკვდილო,აბა, სად შენ და სად მეო,მასპინძლად ხო არ ვარგიხარ,აღარც რო მიშვებ სადმეო.დამხვდები ჩაღამებულიმე, მოწყვეტილსა სამზეოს,წამიყვან პაპის პაპასთან,რომ ვეამბორო მხარზეო,სისხლი მოვწმინდო მკერდზედა,ხელი შევავლო ფარზეო,არცა რა მედარდებოდეს,დამდგარსა სწორსა კვალზეო....მგონი, გაჯობე, სიკვდილო,ავს არ ამბობენ მკვდარზეო...

ჩალაბაშვილი თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი