პოეზია · ლირიკა
ივანე მაჩაბელი
იქნებ მტვართან დასცდა ფეხი, ვინ იცის,როცა მთვარე ქართლის მთა-ველს ქარგავდა,რა ჯანდაბამ დააძინა თბილისი,არ იცოდა, რა დიდებას ჰკარგავდა.თუ მთაწმინდამ დაიშურა ნიავი,ვერ უკოცნა შუბლი დასადაფნავი,რა ყოფილა ბედი ოხერტიალი -არ აღირსა სამშობლოში საფლავი!იქნებ ღამით ქართლის მთებიც კვნესოდენ,როცა თვალი გასაქცევად ეჭირა,რად უყვარდა საქართველო ესოდენ -გოჯ მიწაშიც ქართველს არ შეეცილა...... და მამულის შეკრთა მიწა - მტკივანი,მისი ხვედრი მწარე სევდად დარჩა ერს,საქართველო და მთაწმინდის ნიავი -დღესაც ეძებს კვალდაკარგულ მაჩაბელს...