↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გოგლაური

ჩალაბაშვილი თემურ

2026-07-181 წთ საკითხავი1931 ნახვა

—
გეხვეოდი, ლამის ტრფობამ დაგვახრჩო,ტყეში შურთხმა თუ დააფრთხო მთვარე,ივრის პირას ვკრიფეთ თეთრი ყაყაჩოდა გომბორზე გავათიეთ ღამე.ტანზე იის სამოსელი გემოსა,ფერხთ გეფინა ძოწეულის ფარჩა,ვით აღლუმში გამარჯვებულ ცხენოსანს,არ მელოდა სიყვარულის ჯვარცმა.გზად მიმავალთ მტერი გადაგვეყარა,რა ყოფილა, ეჰ, მუხთალი ბედი,გაგიტაცეს და წაგართვეს ქვეყანა,მეც გადმომწვდნენ, გამიჩეხეს მკერდი.გული მოკვდა... ნეტავ ვინ გამიმეტა,ვისი საყდრის გახვევია მრევლი.შორს მიმავალს რა მიმყვება იმედად?მხოლოდ წყვილი მარტოობის ცრემლი...

ჩალაბაშვილი თემურ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი