↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნუ გენანება ხმის გამეტება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
როცა ზღვის სუნთქვა გულზე გედებადა ზეცა გულში კვლავ იხედება,იმ დროს სიმუნჯე ნუ გებედება,ნუ გენანება ხმის გამეტება.
ხალხში თავმდაბლად გაივლი როსმეს,თუ გასაჭირში შეხედავ მოძმეს,შენ, იმა ცეცხლში შთავარდნის მოწმეს,ნუ გენანება ხმის გამეტება.
და თუ იმღერებ - ვითარცა შეგფერსსულ სხვა ხმის მქონე მგოსანს და მეფეს,ქვა წისქვილისა გინდ ყელზე გებეს,ნუ გენანება ხმის გამეტება.
1940
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი