↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნორჩი ყვავილი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95278 ნახვა

—
ველზე ვიწექი.. წყნარი სევდა გულზე დებული...ნაზად მარხევდა, როგორც ფოთოლს ზაფხულის ქარი,ცის ნეტარ ტატნობს გავსცქეროდი გარინდებული,სადაც მიწვევდა საოცნებოდ ვარსკვლავთ ლაშქარი.
ჩემს გვერდით თრთოდა, ძირს ხრიდა თავს ნორჩი ყვავილი..სუნთქვა ვნებისა სურნელებად მეხვეოდა - გარს,დამჩურჩულებდა: „შენს ხსოვნაში ვივლი და ვივლი,ნუ ემონები სხვა ოცნებას, ნუ ჰქმნი სხვა სიზმარს“...
ცა ჩამობნელდა.. მთვარე გაჰქრა, ყვავილიც მოკვდა...დამწვით.. დამდაგეთ.. წარმიტაცეთ, შავო ლანდებო...წმიდა ტაძარი სიყვარულის მწვერვალს ჩამოსცდა...ვისთვის ვიმღერო... რად ვიცოცხლო, რად ვიარსებო?!
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი