↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნიაღვარი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95283 ნახვა

—
როცა მზე მწვერვალს გადმოანათებსდა სხივს დაადნობს თოვლიან მთაზე,უკვდავებაა მაშინ მნათობისმშვენიერება და სილამაზე.
მაგრამ როდესაც აღქაფებულიზვირთი გზას ურხევს მომსკდარ ნიაღვარს.ვინ გამოხატავს ამ მრისხანებას,რა სული შექმნის სტიქიას ამგვარს?
დაადნე სხივი, სულო ციერო,ამ სიცივისგან გაყინულ გულზე,ტკბილი მორევი შემიგუბდებაჩვენს ყვავილებზე, ჩვენს სიყვარულზე.
და თუ ოდესმე, ვით ნიაღვარი,გულის სიღრმიდან გრძნობა მოსკდება -ვფიცავ, რომ მევე მომკლავს, დამღუპავსჩემი ნაღველი, ჩემი ოცნება.
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი